რეზონანსი
04.12.2020

არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი ჯარიმდება.

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. დარღვევები დაახლოებით 1 000-მდეა. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 21:00 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი ჯარიმდება. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×