რეზონანსი
30.11.2020

ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია, რომელიც გერმანიაში მუშაობს, ექიმების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მარიამ ჭყონია სოციალურ ქსელში წერს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ ის მზად არის შეუერთდეს ინფექციური სნეულებებისა და შიდსის ცენტრს.

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადნახევარზე მეტი ვიმყოფები გერმანიაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაახლოებით 10 დღის წინ გამოვთქვი სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში და დავხმარებოდი ჩემ ქართველ კოლეგებს.

სურვილის გამოთქმიდან ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ დამიკავშირდა ბატონი მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემომთავაზა 12 აპრილს საქართველოში დაბრუნება, რაზეც მას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. ამის შემდეგ დამიკავშირდა ბატონი საქართველოს გენერალური კონსული გერმანიაში, რომელმაც 24 საათში 1000 კმ გაიარა იმისთვის, რომ მე ბერლინის აეროპორტამდე მივეყვანე, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩამოვსულიყავი საქართველოში და აეროპორტშიც გვერდზე ედგა საქართველოს მოქალაქეებს!

14-დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით შევუერთდები ჩემ გუნდს ინფექციური სნეულებებისა და შიდსის ცენტრში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- წერს მარიამ ჭყონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
lalo   (30.11.2020)
მადლობა!!!!!!!!!!

ნანა   (30.11.2020)
უფალს ებარებოდეთ ქბ.მარიამ😘😘😘

ჯონი გალოგრე   (30.11.2020)
გაიხარე მარიამ გაიხარა შენმა მშობლებმა და მასწავლებელებმა რომლებმაც თქვენსავით გულისხმიერი ადამიანი გააჩინა და აღზარდა იცოდე სამყაროზე მაღლა დგახართ!!

ნაილი   (30.11.2020)
ღმერთო შენ უშველე ქართველ ერს და მსოფლიოს. მადლობა ექიმ მარიამ ჭყონიას

1234   (30.11.2020)
მადლობა, ექიმ ჭყონიას!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×