რეზონანსი
29.11.2020

სინგაპურელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით მარტში, ორსულობის დროს დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვს ორსულობის პერიოდში გადავეცი“, - განაცხადა დედამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქალს კორონავირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია შეუძლია თუ არა კოვიდინფიცირებულ ორსულ ქალს, ორსულობის ან მშობიარობის დროს ვირუსის ნაყოფზე, ან ბავშვზე გადატანა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×