რეზონანსი
28.11.2020

პოზიცია, რომელიც იქნა გადმოცემული, როგორც ამ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული, ვფიქრობთ რომ ყველაზე რელევანტურია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„არის გარკევული თემები, რომლის პოლიტიზირება და დრამატიზირება აუცილებელი არ გახლავთ. მათ შორისაა ისეთი საკითხები, რომლებიც გარკვეული ეკონომიკური სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების მოწესრიგებას უკავშირდება, მათ შორის ტურისტების მიმოსვლას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე, ასევე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის აქვს უფლება საქართველოში პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს. „როგორიც იქნება ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება, ეს იქნება ლეგიტიმური. მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ უსაფრთხოების საკითხებზე, რა თვალსაზრისითაც ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არ არსებობდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×