რეზონანსი
28.11.2020

27 ნოემბერს მცხეთაში მომხდარ საშინელ ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექსპერტიზის შემდეგ მათი ცხედრები არმაზის დასახლებაში, მათ სახლებში გადაასვენეს. უბანში საშინელი გლოვაა, ისინი ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

გუშინ, დაახლოებით 3 საათზე, ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ბელა გეგუჩაძე მართავდა, ბორდიურს დაეჯახა, მანქანა ადგილზე რამდენჯერმე დატრიალდა და შემდეგ მტკვარში გადავარდა. როგორც ამბობენ, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მან მაშინავე დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა.

გარდაცვლილები არიან: ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მართალია, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ბელა გეგუჩაძე და მაკა შუბითიძე ავტოავარიისას გარდაიცვალნენ, ხოლო მარიამ როსტიაშვილი მტკვარში მანქანის გადავარდნის შემდეგ, წყალში დაიხრჩო. სამივე გარდაცვლილი 3- 3 შვილის დედა იყო და ამ ტრაგედიით 9 ბავშვი დაობლდა.

"როგორც ვიცით, გოგოები იმ დღეს ბელას მანქანით მიდიოდნენ მცხეთაში, ზუსტი დეტალები არ ვიცი. ბელას სახლში შეკრებილან გოგონები ყავაზე. ამბობენ მარიამს ჰქონდა რაღაც საქმე და ამიტომ სამივე ერთად წავიდნენო და ეს საშინელი ტრაგედიაც მოხდა. მიზეზებს გამოძიება დაადგენს, მაგრამ დღეს უბანში საშინელება ტრიალებს.

ბელას დიდი ხანი არ არის, რაც მართვის მოწმობა ჰქონდა აღებული. მან პირველივე გასვლაზე ჩააბარა პრაქტიკაც და თეორიაც. 2 კვირა იქნება, რაც მანქანა იყიდა და მივულოცე კიდეც. თავის ძმებს ჰყავდა მანქანა და არ ვიცი მანამდე ატარებდა თუ არა. გამორიცხულია ჩქარა წასულიყო, ახალბედა მძღოლი იქ სიჩქარით ვერ ივლიდა. სიმართლე ჯერ არავინ იცის, ვნახოთ, გამოძიება რას იტყვის. როგორც გავიგე, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს. მძღოლი შეესწრო თურმე ამ ავარიას. ის ამბობს, მანქანას მარჯვენა მხარე, ანუ წინა საბურავი, წინა თვალი, ჩაუვარდა გზაზე თხრილში, მერე რა მოხდა არ ვიცით, შიშის ფაქტორი იყო თუ დაბნეულობის, არავინ იცის, ამბობენ მუხრუჭის მაგივრად სიჩქარეს მისცაო. თუმცა, ეს შეიძლება ჭორი იყოს, ამიტომ დაველოდოთ ექსპერტიზას.

ბელას გვერდით იჯდა მაკა შუბითიძე, მაკა წლებია კარგად მართავდა მანქანას. ამმობენ, ბელა და მაკა ადგილზე გარდაიცვალნენ და მარიამ როსტიაშვილი სავარაუდოდ, ცოცხალი იყო, რომ გადავარდა მანქანა, წყალშია დამხრჩვალი. არავინ იცის სრული სიმართლე", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა, ირინა გერგედავამ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×