რეზონანსი
27.11.2020

როგორც ცნობილია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში ხვალიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება, რამაც იმ სექტორებში დასაქმებულებს, ვისზეც შეზღუდვები არ გავრცელდა, გადაადგილების პრობლემები შეუქმნა.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „დასაქმებული მოქალაქეების გადაადგილების საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განხილვის და დამუშვების პროცესშია".

"ვაანალიზებთ გვექნება თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დავაფინანსოთ", - თქვა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ იმ სოციალურ პაკეტებში, რომელიც გუშინ გაცხადდა, არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებიც გაითვალისწინა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე, შესაძლოა, 300-ლარიანი კომპენსაცია არ ვრცელდება, მაგრამ ამ ოჯახებისთვის გათვალისწინებულია როგორც კომუნალურების სუბსიდია, ასევე, არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულები არიან ჩართულები 100 000 ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარების პაკეტებში. სწორედ ამას ითვალისწინებს გაფართოებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (27.11.2020)
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ხელფასები შეიმცირონ ,აქ გამოჩდება თქვენი ნამდვილი სახე, შე "ტრაკი-მასხარა"


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×