რეზონანსი
27.11.2020

ეს არის რთუ­ლი ბა­ლან­სი, ეკო­ნო­მი­კის, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას შო­რის, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ, არ­ცერ­თი ბიზ­ნე­სის­თვის არ არის სა­სურ­ვე­ლი რა­ი­მე სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი და ჩვენ­თვი­საც მძი­მე იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ სას­წო­რის მე­ო­რე მხა­რეს დგას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ამას­თა­ნა­ვე, ვიცე-პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას­თან ერ­თად ით­ვა­ლის­წი­ნებს წარ­მოქ­ნილ სირ­თუ­ლე­ებს და და­სახ­მა­რებ­ლად მათ სა­კომ­პენ­სა­ციო პა­კეტს სთა­ვა­ზობს.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­არდ ას მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­რეს­ტორ­ნო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა დამ­საქ­მებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დახ­მა­რე­ბე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი შე­ე­ხოს. კერ­ძოდ, თუ ისი­ნი სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ, ან შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­დე­ბათ. ჩვე­ნი აზ­რით, სა­კომ­პენ­სა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ფას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­უმ­სუ­ბუ­ქებს", - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, უშუ­ა­ლოდ ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი და სა­რეს­ტორ­ნო სფე­როს­თვის და ისი­ნი წლე­ვან­დე­ლის მსგავ­სად, 2021 წელ­საც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან.

"ასე­ვე ჩვენ ჩა­მოვ­წერთ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ვა­დე­ბულ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს და გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთხელ, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ ბიზ­ნე­სებს შევ­თა­ვა­ზებთ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ნა­წი­ლობ­რივ სუბ­სი­დი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის პი­რო­ბებ­ში, მთავ­რო­ბა ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლე­ბო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს და ამას­თან ერ­თად, ბან­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში მათი სეს­ხე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე.

"ეს არის რთუ­ლი ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას შო­რის",- გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (28.11.2020)
უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას

ლიკა   (28.11.2020)
ასე აჯობეებს ჩვენივე ჯანრმთელობისთვის

ჭორლეონე   (27.11.2020)
მდაააა, ამ ქონის ტომარასთვის მართლაც ძნელია ლოქდაუნი. არაუშავს სახელმწიფო დაგეხმარება 200 ლარით. ორასჯერ გაგიყარე აქოთებულ ტრაკში.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×