რეზონანსი
26.11.2020

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილები 80 და 83 წლის უსინათლო ძმები იყვნენ - ამის შესახებ "კურიერს" მეზობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცების გადარჩენის შანსი იყო, თუმცა 112-თან დაკავშირება დროულად ვერ მოხერხდა.

"112 არ პასუხობდა ძალიან დიდხანს. თორემ ცოცხლები იყვნენ, აივანზე იდგა ცოცხალი კაცი, ცეცხლმოკიდებული. გადარჩენის შანსი იყო, დროულად რომ ეპასუხა 112-ს. ჩვენ როცა გავიგეთ, ცეცხლი უკვე იყო ძალიან დიდი. შესვლის და იმ კაცების გამოყვანის შანსი ფიზიკურად არ არსებობდა,"- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ახლობლების ვარაუდით, ის ელექტროსადენებმა გამოიწვია, რადგან ბუნებრივი აირი ოჯახს არ მიეწოდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×