რეზონანსი
26.11.2020

ხორავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები ძმები არიან, რომელთაგან ერთი უსინათლო იყო, მეორე კი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

112- თან დაკავშირებას, მეზობლები თითქმის 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეტყობინება დაგვიანებით მიიღო და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

112-ში ვრეკავდით და საერთოდ რეაგირება ნული იყო. ერთი საათი გავიდა და მერე მირეკავს 112 ,რა ხდებოდა და რა გესაჭიროებოდათ... როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი... 40 წუთის განმავლობაში შესაძლებელი იყო ის ადამიანებიც გაგარჩენილიყვნენ, - ამბობს ერთერთი მეზობელი

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახს დაახლოებით ერთი თვის წინ, ბუნებრივი აირი გადაუხდელობის გამო გაუთიშეს და ამის გამო ამბობენ, რომ გაზი ვერ გახდებოდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ვარაუდობენ, რომ ეს ელექტრო გაყვანილობის კაბელებმა გამოიწვია.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან და ცდილობენ დაადგინონ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×