რეზონანსი
25.11.2020

სპეკულაციაა, წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება! მთავარია, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ შეკრებებით კოვიდის ხელოვნურად გავრცელებას და ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც მთავრობისადმი ოპონენტების საპასუხო კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლით დაშლით თავად ხელისუფლებამ შეუწყო ხელი კორონავირუსის გავრცელებას.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღევანდელ პირობებში აქციების გამართვით, მინიმუმ უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

„ჩვენ აქციების გამართვამდე გვქონდა ამაზე საუბარი, როდესაც პიკის დროს ბათუმში აქციას მართავ, აქტივისტები ჩაგყავს, მერე იმავეს თბილისში აკეთებ, მაშინ როცა უნდა შეიზღუდოს კომუნიკაცია ადამიანებს შორის - მინიმუმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ამ რისკებზე ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, სანამ ეს აქციები გაიმართებოდა და შედეგიც ვიხილეთ.

წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს მარტივი სპეკულაციაა. ამას რა პასუხი უნდა გავცე?! მთავარია, რომ ხელი არ უნდა შევუწყო შეკრებებით კოვიდის ხელოვნურად გავრცელებას და ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდა", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×