რეზონანსი
25.11.2020

სანამ "ქართული ოცნება" იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე რუსეთს პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, ამ პრობლემის ერთადერთი წამალი არის ის, რომ აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მოხვდეს. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავარი, გენერალური ხაზი არის რუსეთისთვის მაქსიმალური კონფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ ყოველ ჯერზე, როდესაც "ევროპული საქართველო" პარლამენტის რეზოლუციით ცდილობდა, რომ ამერიკის და ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ან დევნილთათვის წართმეული სახლების ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ გაქირავების საკითხი, "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ეს არის ღალატი და ნაგვის ურნაში ისროდა ამ რეზოლუციებს და ინიციატივებს. სანამ "ქართული ოცნება" იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზე, რუსეთს პრობლემა არ შეექმნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხაზი, გენერალური ხაზი, სწორედ ეს არის, რომ რუსეთს ჰქონდეს მაქსიმალური კონფორტი საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა კანდელაკმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
1234   (25.11.2020)
ავანტურისტულ ძალას რომელმაც ოკუპაცია დაუკანონა რუსეთს, მეტიც კიდევ ერთ ეთნიკური წმენდის განხორციელების საშუალება მისცა (კოდორში და სამაჩაბლოში) ხმა ამოსაღები არ აქვს. სუსტს არავინ არაფერს არ უბრუნებს და არ ელაპარეკება რაც არ უნდა გარწმუნოთ ბურჯანაშვილმა და თარხანამ. უნდა მოხდეს ტოტალური თავდაცვის სისტემს ჩამოყალიბება, ჯარის აღჭურვა თანამედრო ტექნოლოგიებით და ბალისტიკური რაკეტებით, და შემდეგ მოლაპარაკება რუსეთთან დასავლეთის ჩართულობით.

ИНЦИТАТУС   (25.11.2020)
Ту ес утвиноа машин брдзанет рогор унда дадгес ес сакитхи уфро магал донезе. Ме афхазетидан вар да чемс сахлши вигац гадамтиелеби гдиан. Б-но Миша егеб тквен гвитхрат сад арис гамосавали, Гветквит? верц гветквит да арц гадардебт. Тквени хата "с краю", да ара марто тквени.

მიშა   (25.11.2020)
შენი უტვინო მამას მივაფსი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×