რეზონანსი
23.11.2020

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიორგი უსუფაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქუჩაში დარჩენა არის იძულებითი ღონისძიება და არა არჩევანი.

"ქუჩაში დარჩენა ეს არ არის საუკეთესო არჩევანი ეს არის იძულებითი ღონისძიება, იმისათვის, რომ ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური და სამართლებლივი არგუმენტები არ ესმის გავაგებინოთ სხვა არგუმენტების ძალაც.

ქუჩაში დარჩენა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, ქუჩაში ძალადობას, ქუჩაში კანონის დარღვევას. აქ საუბარია- პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, პოლიტიკურ ბოიკოტზე, რომლის შედეგადაც საერთო ოპოზიციური უპრეცენდენტო და ჩემთვისაც მოულოდნელი ერთობის ფონზე, რომელიც შედგა და გრძელდება, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ოპოზიციური ბოიკოტი ქმნის ვითარებას, როდესაც ხელისუფლება დგება ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებლივ ვითარებაში,"-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lia   (24.11.2020)
შემდეგი არჩევნებისთვის რა საყურებელი იქნებით პოზიცია ოპოზიციავ,ერთმანეთზე უარესი სულელები.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×