რეზონანსი
22.11.2020

დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა ზუგდიდში მოხმდარი ყაჩაღობიდან. ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ შვილის შესახებ ერთი თვეა, აღარაფერი იცის. ქვეყნის მთავარი ძებნილი თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, პოლიცია კი, ამ დრომდე არათუ დაკავებას, მის კვალზე გასვლასაც ვერ ახერხებს.

დანაშაულის თანამონაწილე კრიმინალური ავტორიტეტი - ჩირო შონიაა, ძებნილის ნათესავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და სიგარეტის კონტრაბანდითაა დაკავებული.

მისი კავშირებით, ფული ესებუამ თავდასხმიდან 3 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიტანა და ნათესავებთან დამალა. თუმცა, სამძებრო ოპერაციის გამო კონტრაბანდისტებმა ესებუას ენგურზე გადაყვანა მაშინვე ვერ შეძლეს.

ბადრი ესებუას ნათესავი ჩირო შონია გალის რაიონიდანაა, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც კრიმინალურ ვითარებას აკონტროლებს, როგორც გალის, ისე მის მიმდებარე ტრიოტორიაზე. ზუგდიდში ღიად არსაუბრობენ, თუმცა კამერის მიღმა ყვებიან, რომ ის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და მის ყოფილი მოადგილეს ლევან კაკავასაც კარგად იცნობს. 

როგორც "მთავარს" კონფიდენციალური წყარო უყვება, თავდასხმიდან 72 საათში ფული უკვე ენგურს გაღმა იყო. შემდეგი ნაბიჯი ძებნილის ე.წ. საზღვარზე გადაყვანა უნდა ყოფილიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Tu   (22.11.2020)
Tu chkua aqvt chvens specdamsaxurebs unda gamoiyenon afxazetshi da samachabloshi im xalxis dasaxocad visac Qartvelebis sisxlshi aqvt xelebi,es bichi tyvis tyviashi ajenso.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×