რეზონანსი
31.10.2020

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 24 საარჩევნო უბნის ოქმი გააცნო. მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ.

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%. 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი - ბეჟან წაქაძე 68,84% და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე - 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×