რეზონანსი
30.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიდან გამომდინარე, არჩევნებზე დაინფიცირების რისკი ძალიან მცირეა.

მისივე თქმით, აუცილებელია, არჩევნებზე მისულ ყველა მოქალაქეს პირბადე ეკეთოს.

„რაც შეეხება არჩევნებს, დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ისეა ეპიდასაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, მინიმალურია რისკი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მით უმეტეს, აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე პირბადით, ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული ხმის მიცემის პერიოდში, რათა არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×