რეზონანსი
29.10.2020

ბოლო პერიოდში პოპულარულ ექიმთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან პაციენტის ვიზიტი მეტად შორეული პერსპექტივაა. მასთან გეგმიური ვიზიტი 3-4 თვეზე ადრე ვერ მოხერხდება.  სოციალურ ქსელში წერენე კიდეც – „თქვენ ეტყობა კულუმბეგოვთან არ ჩაწერილხართ...“

„ახლა ჩემთან რომ დარეკოთ, იანვრის ბოლოსაა თავისუფალი ადგილი. ამიტომ, როცა პაციენტი გადაუდებელია და რამე სჭირდება, იმავე ან მეორე დღეს ცოცხალ რიგში ვიბარებ. ვინც გადაუდებელია მიკავშირდებიან, ან პირდაპირ კლინიკაში მოდიან, ვცდილობ, რომ დღეში 10-15 პაციენტი მივიღო ყოველგვარი ჩაწერის გარეშე. იანვარში მოდის ის პაციენტი, ვისაც გეგმიური ვიზიტი აქვს დაგეგმილი“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" ექიმმა.

კითხვაზე, 3 თვის შემდეგ ექიმთან ვიზიტს აზრი ხომ არ ეკარგება, კულუმბეგოვი პასუხობს:

„თუ ადამიანს აქვს სეზონური ალერგია, რომელიც მცენარეების ყვავილობასთანაა დაკავშირებული და მოითავა, ეწერება და მოდის 3 თვეში, გამოდის, რომ მომდევნო წელს მომზადებული ხვდება. ვთქვათ, კანის ქრონიკული დაავადებაა (დიათეზი), რომელსაც პედიატრიც მკურნალობს, ის ელოდება ჩემთან რიგს, რომ მოვიდეს და მიზეზების ძიება დავიწყოთ“.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სოფო   (29.10.2020)
ჩვეულებრივი თაღლითია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×