რეზონანსი
28.10.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იგი მესამე გაკვეთილიდან პედაგოგს დაეთხოვა და სახლში წავიდა. ამის შემდეგ გოგონა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი მისმა ძმამ იპოვა.

აღსანიშნავია, რომ შარშან სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა გოგონას არასრულწლოვანმა მამიდაშვილმაც. მიუხედავად ფატალური დამთხვევისა, სოფელში ამ ორ ფაქტის ურთიერთდაკავშირება უჭურთ.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, გარდაცვლილი ძალიან კარგი გოგონა იყო, წარჩინებული, თან მოცეკვავე, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია და არანაირი ვერსია არც ოჯახის წევრებს და არც მეგობრებს არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×