რეზონანსი
28.10.2020

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გიგი უგუ­ლა­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ყიდ­ვებ­ზე სა­უბ­რობს. უგუ­ლა­ვას თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი არის ქორ­ვა­ჭა­რი, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, 31 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ივა­ნიშ­ვილს აჩ­ვე­ნებს, რომ ღირ­სე­ბა არ იყი­დე­ბა არც კარ­ტო­ფილ­ზე, არც ღვი­ნო­ზე, არც ზეთ­ზე და არც წი­წი­ბუ­რა­ზე.

"არა­ვის უკ­ვირს უკვე ამ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, მას შემ­დეგ, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა კარ­ტო­ფი­ლე­ბი­თა და ზე­თით საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­ფი­ნა, რომ დღე­საც და­ი­წყეს უკვე იგი­ვე. და­ი­წყეს და­ში­ნე­ბა, სი­პე­ბი­სა და აიპ-ების თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დარ­ბი­ან ვირ­თხე­ბი­ვით აქეთ-იქით, აში­ნე­ბენ და ემუქ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. დღეს ზუგ­დიდ­ში სრუ­ლი­ად ეგ­ზო­ტი­კუ­რი შემ­თხვე­ვაც გვქონ­და, რო­დე­საც დი­ლი­დან ქა­ლაქ­ში და­ი­წყეს ღვი­ნის და­რი­გე­ბა ჩი­ქო­ვა­ნი­სა და "ოც­ნე­ბის" შტა­ბი­დან. ესეც არის ძა­ლი­ან მდა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა, რო­მე­ლიც პა­ტივს არ სცემს სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თო­დი, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლი არის ასე­თი ქორ­ვა­ჭა­რი, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. ის ნა­ხავს მწა­რე სი­მარ­თლეს და მის­თვის ეს მწა­რე სი­მარ­თლე არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს. ნა­ხავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირ­სე­ბა და ის არ იყი­დე­ბა კარ­ტო­ფი­ლებ­ზე, ღვი­ნო­ებ­ზე, ზე­თებ­სა და წი­წი­ბუ­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )