რეზონანსი
27.10.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში სოხუმელი, 33 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „აფსადგილ-ინფო“ ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი დაკავებულის, აინარ ზუხბას მოსანახულებლად იმყოფებოდა, რომელიც კიდევ 3 პირთან ერთად,  ავტომანქანის გატაცებასა და იარაღის უკანონო შენახვა, ტარება, გადაზიდვაშია ბრალდებული.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი იზოლატორში 25 ოქტომბერს შევიდა, მისი ცხედარი კი ე.წ. პაემნის ოთახში 26 ოქტომბერს იპოვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×