რეზონანსი
26.10.2020

რუს­თავ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გუ­შინ გა­მო­წე­რეს, "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­სამ­ბლ "თუ­თარ­ჩე­ლას" წევ­რი იყო. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ან­სამ­ბლის 30 წევ­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან ამ­ბო­ბენ, 21 წლის ახალ­გაზ­რდას, კო­რო­ნა­ვირუ­სი დახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ და­უ­დას­ტურ­და. ის თბი­ლის­ში ერთ-ერთ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ახალ­გარზდა ბიჭი სას­ტუმ­რო­დან სახ­ლში გუ­შინ დაბ­რუნ­და.

დღეს კი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ერ­თო მე­გობ­რის დას­ხმა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბი­ჭე­ბი ეზო­ში იყ­ვნენ და კა­რა­ლი­ოკს კრეფ­დნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ბიჭს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო და ძირს და­ე­ცა.

გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა სას­წრა­ფო­ში და­რე­კეს და ექი­მის მოს­ვლამ­დე თა­ვად ცდი­ლობ­დნენ დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ. ახალ­გაზ­რდა სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×