რეზონანსი
22.10.2020

ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს ბოლოს წაყვანილი სამი მძევლიდან ერთ-ერთი, ლაშა შენგელიაა. მისი განცხადებით, თავდამსხმელმა მძევლებს თავად შესთავაზა, თუ რომელი გაჰყვებოდა ბოლოს ავთანდილ გალდავასთან ერთად. თავდაპირველად თავდამსხმელმა არ იცოდა საით წასულიყო და მხოლოდ იმას აკვირდებოდა, უკან ვინმე ხომ არ მიჰყვებოდა. 

„ძალიან მოზომილი იყო. არანაირი დისკუსიაში არ შემოდიოდა. გვეუბნებოდა ისე მოიქეცით, ასე მოიქეცითო. ჩვენ თვითონ გვითხრა, ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო. ავთო გალდავას გარდა, უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი. ჩვენ თავად გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალი იყო.​ შეგვბოჭა და ისე შეგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა. მე გვერდით მომიჯდა.

თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა საით უნდა წასულიყო. უკან აკვირდებოდა მოსდევდა თუ არა ვინმე, ბატონი ავთო ყველნაირად ცდილობდა დერწმუნებინა იგი, რომ არ მოსდევდა არავინ და ცუდი შედეგი არ დადგებოდა“ – განუცხადა "კურიერს" ლაშა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (22.10.2020)
ეჰ ადვილია შორიდან საუბარი, იმ მომენტში კი რთულია განსაზღვრო ყველაფერი,ხალხის სიცოცხლის შენარჩუნების გამო

1234   (22.10.2020)
მანქანას ჯპს გადამცემი მაინც თუ დაუყენეს? აზერბაიჯანელები კომპუტერებით, სენსორებით და რობოტებით იბრძვიან, ჩვენ შინაგან სამინსტროს ერთი მძარცველი გაექცა ნახევარი მილიონი დოლარით. სამარცხვინოა! ხვალე ყველა დაიწყებს შევარდნას ბანკში ხელყუმბარებით. მერე რას მოიმოქმედებენ? კიდე უტყაპუნებენ ზურგზე ხელს შესაქებად? ან რა სპეცრაზმი ჰყავს სახელმწიფოს რომ ერთი ტერორისტი ვერ გაანეიტრალა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×