რეზონანსი
21.10.2020

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საზოგადოებას მძევლად მყოფი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ლომჯარია აღნიშნავს, რომ მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოვლენების არასწორ გაშუქებასა და არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს.

შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები, არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - წერს სახალხო დამცველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×