რეზონანსი
21.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქისა და პოლიციელის უსაფრთხოება. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

„მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე დავიწყეთ გამოძიება, ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებასა და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე ყველა მედიასაშუალებისგან და მობილური ოპერატორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით ლაივ-სიგნალის გათიშვა და შეზღუდვა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ყველა კანონიერი ბერკეტი ამის უზრუნველსაყოფად. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქისა და პოლიციელის უსაფრთხოება", - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×