რეზონანსი
18.10.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც არხის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მათი თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

"აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახალი კორონავირუსი, კიდევ ერთ თანამშრომელს, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორს დაუდასტურდა. მან ტესტი გუშინ ჩააბარა, დღეს კი აცნობეს, რომ ინფიცირებული იყო. ოპერატორი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება მის კონტაქტს მაუწყებლის სხვა თანამშრომლებთან, ვინაიდან, მაუწყებელი მუშაობს საგანგებო რეჟიმში და თანამშრომლები გადანაწილებული არიან ე.წ. კლასტერებში, ინფიცირებული ოპერატორი 13 ოქტომბრის შემდეგ სამსახურში არ იმყოფებოდა. 13 ოქტომბერს კი მას სულ 5 ადამიანთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. ამის გათვალისწინებით, ახალი ამბების სამსახურში, სამსახურის და მაუწყებლის სხვა თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გატარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, მუშაობას გააგრძელებს ახალი ამბების თანამშრომელთა ის ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან შემხებლობაში არ ყოფილა",- აცხადებენ არხის ადმინისტრაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×