რეზონანსი
30.09.2020

6 დღის წინ წყალტუბოში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა მთელი რაიონი შეძერა. ახალგაზრდა კაცი, 17 წლის ნათესავის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავს ქმედებაში მამაკაცი ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა მაშინ საქმე არ გახმაურებულა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახია, ბავშვი არის გულჩათხრობილი, ნაკლებად კონტაქტობს ადამიანებთან და ადვილია მისი დაყოლიება. ალბათ, ამით ისარგებლა. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ჰქონდა სხეულზე. პედაგოგმა გაიგო.

მინდა, რომ დააკავონ, არ მინდა ჩემი შვილები ასეთი ადამიანის გარემოში ცხოვრობდნენ”- აცხადებენ ადგილობრივები.

წყალტუბოში 17 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გოგონას ექსპრტიზა უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×