რეზონანსი
30.09.2020

დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„თუ წინა წლებში, მოლაპარაკებების რომელიმე ეტაპზე იკვეთება რაიმე სამართალდარღვევა, ან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, რა საკვირველია, ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ.

მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, როცა პირველად, ამაზე პოლიტიკური კომენტარები „ნაციონალური მოძრაობისა“ და ძველი ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე. გარკვეულწილად გამოჩნდა, რომ ამასთან დაკავშირებით თავის მართლება და პოლიტიკური კომენტარების გაკეთება დაიწყეს. ეს კითხვებს ბადებს, მათ ამ გამოძიების დაწყება ასე მწვავედ, თუ რატომ მიიღეს, როდესაც საქმე ეხება მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს, სადაც ყველა თანამოქალაქე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში ოპოზიცია პოლიტიკურ ჩარევას ვერ შეძლებს და ეს პროცესი იქნება სამართლებრივი, ობიექტური და დადგინდება, რეალურად, თუ რა მოხდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (01.10.2020)
ახლა გაგახსენდათ.? მანამდე სად იყავიტ 8 წელი..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×