რეზონანსი
30.09.2020

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

გიგი უგუალავს თქმით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რამდენიმე დღის წინ თათბირი ჩაატარა და კონკრეტულ ჯგუფებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, რათა ეძალადათ ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური არხების ჟურნალისტებზე.

„კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პირველი - პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს- დედა გეტირებათ" - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (01.10.2020)
რას მიედ მოედები შე ახვარო უგულავავ.ხო კალაძემ თათბირზე დაავალა ნაცებს, უგულავას და მის ხროვას,ტ1 და მთა.ჟურნალისტებს ქვები ესროლეთო.ვერ ხდებით თქვე ნაძირლებო ქართველი ხალხი უკვე ამას არ ჭამს.

მედეა   (01.10.2020)
გაღმა შეედავე-გამოღმა დაგრჩებაო-ისეა ეს საქმე! მმართველ პარტიას არ აწყობს შფოთი--ამის ოსტატები ენმ და მისი ანასხლეტებია. ნახეთ, ერთი--აქეთ რომ იმუქრებიან და დაბრუნებას გვეძალებიან--- "მერე დედას გიტირებთო! "--მათი ყოველი წინადადების შინაარსი მ უ ქ ა რ ა ა მხოლოდ! ვნახეთ ეგ "სამოთხე",შვილოსა, ჩვენ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×