რეზონანსი
29.09.2020

ნატო-ში ჩემი განცხადება ფოკუსირებული იყო საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულებაზე, ჩვენი ინსტიტუციური დემოკრატიის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.

გახარიას განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველომ საშინაო დავალება შეასრულა და მზად არის ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის.

„ნატო-ში ჩემი განცხადება ფოკუსირებული იყო საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულებაზე, ჩვენი ინსტიტუციური დემოკრატიის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ოქტომბრის არჩევნები ცხადყოფს, რომ ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ და მზად ვართ ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის. იენს სტოლტენბერგთან პროდუქტიული დისკუსია მქონდა საქართველოს სამაგალითო პარტნიორობის შესახებ ნატო-სთან, რომელიც საერთო ღირებულებებს და პრონციპებს ეფუძნება. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის მნიშვნელობა ნატო-ს ზოგადი უსაფრთხოების არქიტექტურაში და საქართველოს მზადყოფნა, გახდეს სრულფასოვანი წევრი“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×