რეზონანსი
27.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 66% აჭარას უკავშირდება.

როგორც მან ჟურანალისტებს განუცხადა, 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 კი მართვით სუნთქვაზეა.

„დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5254 შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, მატება აღარ გვქონია. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1906. შესაბამისად, 3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. განაწილების მხრივ 66% აჭარაშია“, - განაცხადა მარინა ენdელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×