რეზონანსი
26.09.2020

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რომელიც მომავალი წლისთვის არის პროგნოზირებული, ლარის კურსიც დასტაბილურდება.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ვარდნისა და პანდემიის გამო ლარის კურსზე ზეწოლა მინიმალური იყოს.

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მყარი. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ, პრობლემები აქვს მთელს მსოფლიოს. ეს ყველაფერი განაპირობებს ვალუტის შესაბამის კურსს. საქართველოში პროგნოზი არის -5 და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ტურიზმზეა დამოკიდებული. თქვენ რომ ნახოთ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ, იქ უმეტეს შემთხვევაში არის ორნიშნა ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი.

-5% როცა გაქვს რეცესია, ეს არის ზეწოლა ლარის კურსზე, მაგრამ ხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ზეწოლა მინიმალური იყოს.

გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე და მომავალი წლისთვის პროგნოზი არის +5%.

ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (26.09.2020)
თანადგომა კი არა- ვაჟაია ბერიძე რო გიგდიათ ბიძოს მრჩევლად და თავისნაირ დებილებს რო ზრდის და სვამს თბილ ადგილზე- იმიტომაც დაგერხათ. ჯერ სად ხართ.....

შოთა   (26.09.2020)
იმდენი თქვენი კეთილები მოვტყან. ლარი და ხალხი რომ გადარდებდეთ ასეთ დღეში კი არ იქნებოდა ქვეყანა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×