რეზონანსი
25.09.2020

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა ერთიანი სიის თაობაზე სწორია, რომ არა ერთი გარემოება. ამ ერთ გარემოებად ბურჯანაძე სააკაშვილის ფაქტორს ასახელებს.

"ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიულობა ზუსტად განსხვავებულობას ნიშნავს. ვინც ჩემსავით ფიქრობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან ჩემ პარტიაშია, ან ჩემი მომხრეები არიან. ზუსტად, რომ განსხვავებულია ადამიანების ხედვა, სწორედ მაგიტომ ქმნიან სხვა პარტიას ან სხვა პარტიას უჭერენ მხარს. როდესაც ვსაუბრობთ ბლოკზე, ეს იქნებოდა განსხვავებულთა ერთობა და ეს იქნებოდა დროებითი ერთობა. გახსოვთ, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ თუ ასეთი რამე მოხდება, მაშინ პრაქტიკულად 6 თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო და შემდეგ მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ინდივიდუალურად ხმების მოპოვება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშას სურვილმა, რომ ამ იდეის ლოკომოტივი ყოფილიყო თვითონ და „ნაციონალური მოძრაობა" ეს იდეა ჩაშალა", - განაცხადა ბურჯანაძემ "აიპრესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×