რეზონანსი
25.09.2020

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

ხვიჩა მღებრიშვილს ადგილზე, ერგნეთში ზეპირი გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ის ოჯახს საკარანტინო რეჟიმის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×