რეზონანსი
23.09.2020

გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მოასმენინეს . ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს, სადაც 23 წლის პროგრამისტი სიუციდზე საუბრობს:

“ისიც კი ვიცი, თავი როგორ უნდა მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, წარმოვიდგენ რომ იქ სადღაც ტყეში… არ მინდა, არ მინდა… ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო და მთელი ცხოვრება გავაუბედურო.

მართლა არ მინდა ცხოვრება, მაგრამ რა გავაკეთო, მეცოდებით და ვერ ვიკლავ თავს, ვერა…

ჩემი თავი არ მეცოდება, არც ტკივილის მეშინია, არც იმის იქით რა დამხვდება, თუ არაფერი არ დამხვდება, აქ ყოფნა აღარ მინდა, აღარ შემიძლია, ღმერთო არ მინდა სიცოცხლე, მაგრამ ჩემ მშობლებს რა ვუყო და გიოს რა ვუყო, როგორ გავუმწარო ცხოვრება? სიკვდილი შვება იქნებოდა, ნამდვილი შვება, კარგი იქნებოდა… მაპატიეთ. თუ ვერ გავუძლებ, მაპატიეთ, გემუდარებით, იცოდეთ, რომ არ მინდოდა, მაპატიეთ, გთხოვთ”

შემდეგ რამდენიმე წამი ისმის ისევ ტირილის ხმა და მერე შედარებით დამშვიდებული ხმით ამბობს:

“შემდეგზე აღარ უნდა წავიდე, ჯერ ვიფიქრე რომ გავარკვევ ნინი თუ მოდის-თქო, მაგრამ მაინც წამოვა და არ შემიძლია მაგის ატანა, აღარ მინდა, საშინელებაა…”

თამარი ამ ვიდეოებში თავის თავს ესაუბრება.

პროკურატურის განმარტებით, ეს ვიდეო თებერვალშია ჩაწერილი.

კითხვაზე, სად იქნა ნაპოვნი ვიდეოები, გვითხრეს, რომ ისინი ამოიღეს ტელეფონიდან და იუთუბარხიდან.

კითხვაზე, იყო თუ არა ტელეფონზე და იუთუბარხზე პოზიტიური ვიდეოები, გვითხრეს, რომ კი, იყო!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×