რეზონანსი
19.09.2020

„ჩვენი გამარჯვების ნიშანი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად შევძლოთ და სულ მალე მივუკაკუნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვუთხრათ, რომ საქართველო იმსახურებს ამ ღირსეულ ოჯახში გაწევრიანებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მმართველი პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაასრულოს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯის დამადასტურებელი იქნება ყველაზე სუფთა და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება არაფერი, ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ სუფთა არჩევნები და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ ყველამ ერთად. ეს იქნება საქართველოს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე იქნება უაღესად კეთილსინდისიერი ხმა ხონელებისთვის საქართველოს პარლამენტში. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი, იცის ყველა პრობლემა ზედმიწევნით, თითოეულ სოფელში მისულია და დარწმუნებული ვარ, არჩევნებდან მეორე დღეს, როდესაც ის გაიმარჯვებს, შეუდგება იმერეთის და რა თქმა უნდა, ხონის ღირსეულ მსახურებას. გამარჯვებას გისურვებთ!"- განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (19.09.2020)
Ес арчевнебамде, шемдег ра7 Утхари халхс аба ромели цина саарчевно дапиреба шеасрула коцпартиам, арцерти. Тквен схва рам гвитхарит торем ег кбили карга ханиа моцвлили гваквс. Дедмама гкавт ту дабадебидан оболи брдзандебит? Мшоблебиани каци амден ткуилебс ар икадребс.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×