რეზონანსი
18.09.2020

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ოთხნიშნა რიცხვების მაჩვენებელზე კორონავირუსი არ ავა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველომ ოპტიმიზმი უნდა შეინარჩუნოს.

"მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და მიმაჩნია, რომ ოთხნიშნა რიცხვის მატების რეალური საფრთხე საქართველოში არ არის. გაცილებით მეტია ალბათობა სამნიშნა მატებები იყოს და მერე დაიწყოს კლება.

მე მოველი უკუგანვითარებას, კლებას. თეორიულად, ოთხნიშნა და ხუთნიშნაც შესაძლებელია, მაგრამ გამომდინარე ყველაფრიდან, თუ როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი და რა შედეგები გვაქვს 7 თვის მანძილზე, ამ პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მაძლევს. 

საქართველოს ცალსახად აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი შედეგი, ჩვენ შევძლებთ შედარებით დაბალ რიცხვებზე დავიჭიროთ ეპიდემიის განვითარება, სანამ იქნება ვაქცინა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×