რეზონანსი
11.08.2020

თუ წყალში არ მოხვდებოდა, ცალსახაა, დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ და დაეტოვებინათ ხმელეთზე.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს, მისთვის მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა.

„გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიყენებული, რომელიც სიკვდილს გამოიწვევდა. ამდენად, თუ წყალში არ მოხვდებოდა სიკვდილზე დასკვნების გამოტანა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნებოდა. ცალსახაა, დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

მათივე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×