რეზონანსი
11.08.2020

ხელისუფლება აღარ წყვეტს ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს საქარაშვილის საზმეზე კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკის თქმით, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით ყველა ბრალდებას დაესვა წერტილი.

„გამოძიების პროცესის მიმართ იყო გააფთრებული შეტევა და მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გაიაზრა ის, რომ შეიძლება ვინმე სხვა, ამ საქმეში მართლაც დამნაშავეების მხრიდან დაინტერესებულ ადამიანებს უწყობენ ხელს ამ „უპრაგონო" და ზოგის მხრიდან საერთოდ, სწორედაც პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადებებით. მხოლოდ ერთი მოვისმინეთ ასეთი განცხადება და ყველა განცხადებას, ბრალდებას დაესვა წერტილი იმითი, რომ ადამიანი არ დარჩენილა, მეტად თუ ნაკლებად დამნაშავე ამ საკითხებში, ვისაც არ დაუდგინდა შესაბამისი ბრალეულობა პროკურატურის მხრიდან. რა საკვირველია, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია. სასამართლო წინ არის. დაცვის მხარესაც ექნება სრული შესაძლებლობა, თავისი პოზიციები წარმოადგინოს და დაიცვას ის ბრალდებულები, რომლებზეც დღეს ილაპარაკა პროკურატურამ. ეს არის ის რეალობა, რაც საქართველოში შეიქმნა. ხელისუფლება აღარ წყვეტს ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო, როდესაც ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოს, ვინც ახლა ჟურნალისტის სკამს ან ჟურნალისტის მიკროფონსაა ამოფარებული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×