რეზონანსი
11.08.2020

დღის მეორე ნახევარში მესტიაში 500 ტესტის პასუხს ელოდებიან, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟოჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე ვითარება გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა.

„500-მდე ახალი ტესტია აღებული და დღის ბოლომდე ყველას პასუხი გვეცოდინება.

ტესტირებამ ლენჯერის ცენტრი სრულად მოიცვა. ტესტი გაუკეთდა წვირმის თემში ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტზე მყოფ ერთ-ერთ ადამიანსაც. ასევე, ბულახის და მესტიის სამ ლოკაციაზე შემოწმდებიან ადამიანები. ზეგიდან დაზუსტებით გვეცოდინება ყველა პასუხი.

ადგილზე ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს. ხვალიდან საკარანტინე სივრცეებში მყოფ ტურისტებსაც გაუკეთებენ ტესტს", - განაცხადა კაპიტონ ჟოჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×