რეზონანსი
10.08.2020

ამ დილით ტრაგედია დატრიალდა ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

ავარიის შედეგად სამივე მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაგედიას ემსხვერპლა 12 წლის ბავშვი, მისი ბებია და ბიცოლა. 

მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×