რეზონანსი
07.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიშო იაკობიძე დაკითხეს.

უწყებამ მიშო იაკობიძე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც ბაჩალიაშვილის „შეყვარებულმა“ ბაჩანა ლობჟანიძემ მისი სახელი და გვარი გააჟერა.

როგორც მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ნამდვილად ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს სოფელ გოლთეთსა და ხაიშის მიდმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა მისისვე თქმით საეჭვო ვერაფერი იპოვა.

„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან.

მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო.

ბაჩანაც ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“- ამბობს მიშო იაკობიძე.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი  12 ივლისს ჰქონდა, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილმა მას უნივერსიტეტის წარმატება მიულოცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×