რეზონანსი
06.08.2020

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

დაიჯესტი დაინტერესდა შეეხება თუ არა აღნიშნული ფინანსური დახმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ფულად დახმარებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც 0-დან 17-წლის ასაკის არის.

რაც შეეხება თუ როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა - მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამას ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის უწყება დააორგანიზებს და პროცედურები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.დაიჯესტს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს რომ თანხის მიღებისთვის საჭირო პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია ცნობილი მომდევნო კვირას გახდება.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 17 წლამდე მოქალაქეები წინასაკოლოდ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან 4 თვის განმავლობაში დაფინანსდება კომუნალური გადასახადები და სტატუსშეჩერებული და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხა დაუფინანსდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×