რეზონანსი
03.08.2020

 ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან, უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის წინასაარჩევნო კამპანია, პარტია "ძალა ერთობაშიასთან" შეუთანხმებლად დაიწყო.

აღნიშნულზე უდუმაშვილმა "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პარტია ვაშაძის პრემიერობის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგი იყო.

"უთანხმოება ჩვენსა და გიორგი ვაშაძის პარტიას შორის მაშინ დაიწყო, როდესაც მისი პრემიერობის შესახებ კამპანია ჩვენთან შეუთანხმებლად დაიწყო. არამარტო ჩვენთან, არამედ მთლიანად ამ "ძალა ერთობაშიას" ფორმატთან შეუთანხმებლად, რაზეც ჩვენგან იყო ჯერ კულუარული პასუხი, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით მის ამ პოზიციას, მერე საჯარო პასუხიც გვქონდა ამასთან დაკავშირებით.

ეს კამპანია არ გაჩერდა, მისი მყარი პოზიცია იყო, რომ დასახელებულიყო პრემიერობის კანდიდატად. ჩვენ ამაზე წინააღმდეგი ვიყავით და საბოლოო ჯამში უთანხმოების ციკლი დაიწყო და საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე სადამდეც მივიდა",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×