რეზონანსი
16.07.2020

ცოტნე გამსახურდია გადაყვანილია გერმანიაში, ჰაიდელბერგში, შმიდერის კლინიკაში, რომელიც არის საუნივერსიტეტო კლინიკა ნეიროქირურგიული დაავადებების მიმართულებით და აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეაბილიტაციის ცენტრი, - ამის შესახებ გამაახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

"პროგრესი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სტამბულში, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, ამის იმედს ექიმები იძლევიან. ცოტნე აბსოლუტურად აღიქვამს გარემოს, საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე. მას აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები - თვეების განმავლობაში ის კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და აქვს ტრაქეოსტომია, რაც მას ხელს უშლის კომუნიკაციაში და ამას დრო სჭირდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის კონტაქტური გახდება და გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას შეძლებს და საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება", - განაცხადა გიგუაშვილმა.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა.

გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×