ია აბულაშვილი
02.03.2020

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ზიარება ახალი აღთქმით სხვადასხვაგვარად იწოდებოდა - "სერობა", "უფლის ტრაპეზი", " პურის გატეხვა", "ევქარისტია", "ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება" - მაცხოვრის მიერ ამ საიდუმლოს შესახებ გადმოცემულია იოანეს სახარებაში, თავად საიდუმლოს დადგენის აღწერა კი მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაში.

დიდ ხუთშაბათს უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო თავის მოწაფეებთან ერთად გაატარა. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო რომ ერთ-ერთი მათაგნი გასცემდა.

პასექის დასრულების შემდეგ, უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა - "ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენიებლად ჩემთადა". შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა -"სუეთ ამისგან ყოველთა: "ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მოსატევებლად ცოდვათა". და ამას იქმოდეთ ჩემს მეორედ მოსვლამდე.

"ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია პური და თქვა - "აიღეთ ჭამეთ, ეს სისხლს ნიშნავს. აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა. მისცა მათ და უთხრა "ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს"- გადმოგვცემს მათე მოციქული საიდუმლო სერობაზე ზიარების წესიის დადგენას.

ისტორიული ცნობებით პირველი წიგნი, ზიარების შესახებ დაიწერა 831 წელს, რომლის ავტორიც იყო რადბერტ პასხაზი. სასწაული, რომელიც მერვე საუკუნეში მოხდა, შეემთხვა ერთ მოძღვარს, რომელსაც ლიტურგიის აღსრულებისას ეჭვი შეეპარა, რომ კვეთისას, სეფისკვერი და ღვინო, ისევე გარდაიქმნებოდა, როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობის დროს.

მღვდელმა ჩაიხედა ბარძიმში და თავის თვალით იხილა პური ხორცად გადაქცეულიყო, ღვინო კი სისხლად. შეშინებული საკურთხევლიდან გადმოვარდა და უფლისთვის შენდობა სთხოვა.

ერთადერთი, როცა სატანას ადამიანის ფიქრების არ ესმის და ვერც კი მიუახლოვდება, ეს არის ზიარება. ამ დროს ადამიანი უშუალოდ ესაუბრება ღმერთს. ეს ისეთი სასწაულია, რომ ამის აღქმა შეუძლებელია. როცა საყდარში მიდის წირვა უფალი იქაა, თვითონ იბარებს აღსარებას და თვითონვე აზიარებსო. ასე სწამდათ ძველად საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×