სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    19.05.2010

      აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსული ბაზარი დროებით დაიხურა. ყოველ შემთხვევაში, სანამ აფხაზური ნაწარმი ხარისხის სერტიფიკატს მოიპოვებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.05.2010

      მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი დაცემას განაგრძობს. ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 ტონა შაქრის ღირებულება 317 დოლარამდე ჩამოვიდა. საქართველოში კი შაქრის გაიაფებას საშველი არ დაადგა. ქართულ ბაზარზე 1 კილოგრამი შაქარი ისევ 1,80 ლარი ღირს.

    მარი ჩიტაია
    15.05.2010

      წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ეკონომიკა კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში რჩება. ხელისუფლების ფინანსური ინტერესები არჩევნებისკენაა მიმართული, რაშიც ძალიან დიდი თანხა იხარჯება. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური პროცესები არჩევნების შემდეგ, რა ძვრები შეიძლება დაფიქსირდეს და როგორი იქნება მთავრობის დამოკიდებულება ქვეყნის ბიზნეს-სექტორის მიმართ.

    მაკა ხარაზიშვილი
    14.05.2010

      ლიბერალიზმი, ულტრალიბერალიზმი თუ ფსევდოლიბერალიზმი - მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა განვითარების ლიბერალურ რელსებზე დგას, ექსპერტების განცხადებით კი, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ფსევდოლიბერალიზმის გამოხატულებაა. ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით კი, ქვეყანა ულტრალიბერლიზმის გზას ადგას. ევროკომისარმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წელია, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა.

    მარიამ ხიდაშელი
    14.05.2010

      ინვესტორებისთვის საქართველო უფრო მეტად მიმზიდველია, ვიდრე რუსეთი. ამ მიღწევის მიზეზად მიიჩნევა ის, რომ საქართველოს პიარკომპანიები რუსეთისაზე უკეთესად მუშაობენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ინვესტორები სერიოზული კაპიტალდაბანდებისგან ორივე ქვეყანაში თავს იკავებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    13.05.2010

      ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის მოცულობა გაზარდა. აპრილის ბოლოდან მოყოლებული 20 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდების ემისია ხორციელდება. ამასთანავე სტაბილურად მაღალია საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი და იგი 7%-ს სცილდება. ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სახაზინო ვალდებულებების მოცულობის გაზრდა არჩევნებს უკავშირდებოდეს, ვინაიდან ამ პერიოდში სახელმწიფო ბევრ სოციალურ ღონისძიებას აფინანსებს. რატომ გახდა საჭირო სახაზინო ობლიგაციების ემისიის ზრდა, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.05.2010

      კომპანიების დიდ ნაწილს დებიტორული დავალიანებები დაუგროვდა, სარეკლამო აქტივობა ეცემა, მაღაზიებში ნისიების ნუსხა იზრდება. საჯარო და კერძო სამსახურებში ხელფასები გვიანდება. მიუხედავად ამისა, მთავრობა დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება.

    ელზა წიკლაური
    11.05.2010

      რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სტიქია ისევ შეუტევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი, შესაძლოა, სეტყვაც მოვიდეს. ნალექი და ცვალებადია ამინდია მოსალოდნელი ასევე თბილისშიც. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ სტიქიისგან აქამდე მიყენებული ზარალი, რომლის საერთო რაოდენობა მთავრობას ჯერ დათვლილი არ აქვს, ისევ გაიზრდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.05.2010

      კონტროლის პალატამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების გამჭვირვალობის თვალსაზრისით უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ათასგზის გატარებული რეფორმების შემდეგაც კი, ბიუჯეტის კანონი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს არის. ადმინისტრაციული პრობლემების გარდა, შარშან ბიუჯეტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა თანხების მობილიზების კუთხითაც. მარტო გრანტების შესრულების საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 17%-ით გაირღვა. გარდა ამისა, შარშან მოხდა პრეცედენტი, როდესაც ბიუჯეტის მხარდასაჭერად 452 მილიონი ლარის კრედიტი გამოიყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.05.2010

      ბერძნული კრიზისი საქართველოში სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. საბერძნეთიდან წლიურად ქვეყანაში, საშუალოდ, 100 მილიონი დოლარის გზავნილი შემოდის, რომლის საშუალებითაც უამრავი ოჯახი თავს ინახავს. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, უცხოელი ექსპერტები შიშობენ, რომ შეიძლება ფინანსური კრიზისი ევროპასა და ამერიკაში თავიდან აგორდეს.

    ელზა წიკლაური
    08.05.2010

      კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება. ამჯერად, კომისიას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) იმაში ადანაშაულებს, რომ კომისიამ მათ მიერ შეტანილ სარჩელის განხილვაზე "გაურკვეველი მიზეზების გამო" უარი განაცხადა. თავის მხრივ, "აფბას" ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. როგორც კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, "აფბას" სარჩელს აუცილებლად განიხილავენ და ეს 14 მაისს მოხდება.

    ელზა წიკლაური
    07.05.2010

      ფოთის, ქუთაისის, თბილისის და რუსთავის შემდეგ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ბათუმშიც შეიქმნება. ინიციატივა, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისევ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ თიზ-ის შექმნის შემთხვევაში აჭარის დედაქალაქში ინვესტიციების ბუმი იქნება. მოხდება თუ არა სააკაშვილის ინიციატივის რეალიზება იმ ფონზე, როდესაც დანარჩენ სხვა შემთხ ვევებში თიზ-ი რეალურად არ ფუნქციობს, რთული სათქმელია. ცხადია ისიც, რომ ასეთი რაოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ქვეყანაში არსებობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ბიუჯეტისთვის არც ისე სასარგებლო იქნება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter