სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    22.06.2010

      ხელისუფლებამ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დაპირებული უფრო მეტი კრედიტი აიღო, ვიდრე გრანტი. ექსპერტების განცხადებით, საქართველოს გრანტებში 50%-იანი გარღვევა აქვს.

    მარი ჩიტაია
    22.06.2010

      საზაფხულო სეზონის გავლენა ცივი სასმელების ბიზნესზე დადებითად აისახა. ტემპერატურის მატების პარალელურად, უალკოჰოლო სასმელებზე მოთხოვნაც მატულობს. სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვა დასახელების პროდუქცია უკვე გაორმაგებულად იყიდება. ბაზარზე წარმოდგენილია გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი, რომელთა შორის კარგად გაყიდვადი მაინც ცნობილი ბრენდების ნაწარმია, რომელსაც მომხმარებელი უფრო ენდობა, განსაკუთრებით კარგად იყიდება ლიმონათები "ნატახტარისა" და "ზანდუკელის" სახელწოდებით. არანაკლებ პოპულარულია ბაზარზე ახლად შემოსული წვენი "კამპა", სეზონური ცვლილება დადებითად აისახა ცივი ყავის გაყიდვებზეც.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.06.2010

      წლეულს, შარშანდელი წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საწარმოთა ბრუნვა მცირედით გაიზარდა, თუმცა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი არ შეცვლილა. როგორც ყოველთვის, დომინანტურ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესი იმყოფება, მთლიან ბიზნესში მისი პროცენტული მაჩვენებელი 84,5%-ს შეადგენს.

    ელზა წიკლაური
    16.06.2010

      საქართველოში საინვესტიციო გეგმა, როგორც ჩანს, წელსაც ჩავარდება. პირველმა კვარტალმა, ფაქტობრივად, ისე ჩაიარა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით, 6% შემოვიდა. არადა ხელისუფლება წლის დასაწყისშივე ვარაუდობდა, რომ წლეულს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 1,2 მლრდ დოლარი შემოვიდოდა. პირველი კვარტალის მონაცემებით კი, ინვესტიციების საერთო რაოდენობამ სულ რაღაც 76 მილიონი დოლარი შეადგინა.

    ელზა წიკლაური
    15.06.2010

      ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში დაცემა რეგიონებზე ჯერ არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქისგან განსხვავებით, იქ საკვები და პირველადი მოხმარების საგნები არ გაძვირებულა. რეგიონებში ფასებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატა და თანაც ყველგან არა. ზოგან ამის მიზეზად "ძველ ფასში ნაყიდ" პროდუქციას ასახელებენ, ზოგან "გაჭირვებული მოსახლეობით" ხსნიან, ზოგან კი პროდუქტზე ძველი ფასების შენარჩუნებას საგადასახადოს თანამშრომლების "გაფრთხილებას" უკავშირებენ. არადა, თბილისში თითქმის ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ის პროდუქტებიც, რომელთა წარმოება ადგილზე ხდება.

    ელზა წიკლაური
    15.06.2010

      სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისევ პრობლემებია, ყოველ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, წალკა-მანგლისის გზის მონაკვეთზე სამუშაოები უკვე კარგა ხანია, შეწყვეტილია.

    მარი ჩიტაია
    15.06.2010

      საქართველოში მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგში არსებულ პრობლემას ექსპერტები საგანგაშოს უწოდებენ. ეროვნული ნაწარმი დახლებიდან თანდათან ქრება, რომლის ადგილს საეჭვო წარმოების პროდუქცია იკავებს. იმპორტის აღმნიშვნელი ციფრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზაში თითქმის ყოველწლიურად მატულობს, ხოლო ექსპორტი კატასტროფულად მცირდება.

    ელზა წიკლაური
    12.06.2010

      საქართველოში ინფლაციური პროცესების გააქტიურება დაიწყო და თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისევ გაგრძელდა, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელმა, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც კი გადააჭარბოს. ინფლაციის რა მაჩვენებელი დაფიქსირდება უკვე მიმდინარე თვის ბოლოს, ამის პროგნოზი ექსპერტებს უჭირთ. თუმცა, მათი თქმით, ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი ეროვნულ ბანკს, ამ პროცესების შესაჩერებლად საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს და მან ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.06.2010

      ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მიმოქცევაში ჭარბი ფულის მასის გაშვება სახელდება, თუმცა ექსპერტები ამ პროცესს ლარის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირში ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის ბერკეტები, რომ კურსი დაბალანსოს, თუმცა როგორც ჩანს, მან ეს ბერკეტები არ გამოიყენა და კურსი ცოტათი მიუშვა.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.06.2010

      გუშინ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მილიონი ფასიანი ქაღალდის ნაცვლად, 5 მილიონი ლარის ობლიგაციები გაიყადა. ამის მიზეზად ხაზინის ერთიან ანგარიშზე დიდი ლიკვიდობა და სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობლიგაციების საშუალო საპროცენტო განაკვეთის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და მან 9,85% შეადგინა. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ხაზინიდან ჭარბი ლარის მიმოქცევაში გატანა შეზღუდოს. აღსანიშნავია, რომ მაისში ფინანსთა სამინისტრომ ემისიის მოცულობა პირიქით გაზარდა, ეს ექსპერტებმა არჩევნებს დაუკავშირეს და დღეს შედეგი სახეზეა.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2010

    ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთიდან "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის სახელშეკრულებო პირობებს ელოდება. ექსპერტების განცხადებით, ამ უდიდესი ელექტროსადგურის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტს უკვე კრემლი გააკონტროლებს. როდესაც, ენერგეტიკაში რუსეთის დიდი წილის არსებობაზე მიდის საუბარი, ხელისუფლებაში გაოცებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების ნაწილი ამ თემით საზოგადოების პროვოცირებას ახდენენ, სინამდვილეში ქართულ ენერგეტიკაში რუსეთის წილი უმნიშვნელოა.

    ელზა წიკლაური
    08.06.2010

    ლარის კურსი ისევ ეცემა, დღეიდან 1 ამერიკული დოლარი 1.8650 ლარი ეღირება (პარასკევს დადგენილი კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 1.8431 ლარი ღირდა), თუმცა მხოლოდ საღამომდე. ბოლო დღეებში გათვალისწინებული ტენდენციის მიხედვით, შესაძლოა, ლარმა თავქვე კიდევ ერთი ნახტომი გააკეთოს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter