სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    21.12.2017

     საქართველოში 2018 წელს ფასები მაღალ ნიშნულზე დარჩება. ეს კი მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს კიდევ უფრო შეამცირებს.  რამდენადაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა და ფასებიც მუდმივად იზრდება, მოსახლეობაში ფულის მწვავე დეფიციტია. ამიტომ საქართველოში სიღარიბე კიდევ რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა. 

    სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის თითქოს იზრდება, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ციფრებია. რეალურად მდგომარეობა მძიმეა, რადგან თუ ინფლაციის დონესაც გავითვალისწინებთ, საქართველოში ზრდის ნაცვლად,  შემცირებაა. 

    "სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მართლაც მატულობს მოსახლეობის შემოსავალი, თუმცა უფრო მეტად იზრდება ხარჯი. სხვა ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირადაა გაწერილი. როდესაც ინფლაცია მაღალია, მთავრობა ზრდის სოციალურ გასაცემლებს, პენსიებს და ხელფასებს სახელმწიფო სექტორში. მართალია არა იმ ოდენობით რა ოდენობითაც ინფლაცია მატულობს, თუმცა მაინც დგას ასეთ ნაბიჯებს. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა, მთავრობა ინფლაციის მაჩვენებელზე არასდროს რეაგირებს.  

    აყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ოჯახი რა შემოსავალსაც იღებს, იმასვე ხარჯავს და ვერ ახერხებს გარკვეული თანხების გადანახვას სამომავლო ხარჯებისთვის. ესაა განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ხალხი მუდმივად ვალებშია და ფინანსურ პრობლემას ვერ აგვარებს. სიღარიბე საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა და ყოველთვის იქნება მოსახლეობაში ფულის დეფიციტი", - განაცხადა საბანკო სფერო ექსპერტმა ლია ელიავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (21.12.2017)
    ვიდრე ქვეყანაში (საქართველოს თქმა არ მინდა, სადღაა საქართვლო, ღრუზინისტან - გიჟ - ვრაცუეთია) სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობა არ იქნება, არც სიღარიბეს ეშველება რამე. ვიღაცა რომ გვპირდებოდა მესამე წელი კაი იქნებაო გახსოვთ?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved