ია აბულაშვილი
08.01.2014

ყოფილი პარლამენტარი პეტრე მამრაძე გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას დადებითად აფასებს, თუმცა იმ შეცდომებზეც საუბრობს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა და ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, შედეგი სავალალო იქნება. იგი მართვის სისტემურ დეფექტზე მიანიშნებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველა საკითხს ძალაუფლების ახალი ცენტრი წყვეტს.

ეკა ტაბატაძე
08.01.2014

ექსიბიციონისტები - ადამიანები, ვისაც საკუთარი შიშველი სხეულის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან დემონსტრირების ძლიერი სურვილი აქვთ, შეიძლება შეგხვდეთ ბნელ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ქუჩაში და სამარშრუტო ტაქსებშიც კი. ეს ადამიანები ფიზიკურად არავის ავნებენ. როგორც ფსიქოლოგმა გვითხრა, ექსიბიციონიზმი ფსიქოლოგიური გადახრაა და არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი შემცირება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხორციელებული ეს ქმედება საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის 171-ე მუხლით ისჯება.

თათია ჩაფიჩაძე
31.12.2013

მოქალაქეები მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ - "რეზონანსი" შემთხვევთ შერჩეულ თბილისელებს 2014 წლის მოლოდინსა და 2013 წლის მთავარ მიღწევებზე გაესაუბრა. გამოკითხულთა 90%-მა 2014 წელს დასაქმება და ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება ისურვა.

რუსიკო მაჩაიძე
31.12.2013

 "კოაბიტაციის დასასრული კანონის უზენაესობის ზეიმის დაწყებას ნიშნავს," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე 2013 წლის შეჯამებისას. თუმცა, ის არც კოაბიტაციის პერიოდით არის უკმაყოფილო მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების უმეტესობას კომიტეტების სხდომებზე მისვლაც კი ეზარებოდა და ამასობაში იმის საშუალებაც მოუძებნიათ, რომ სხდომათა დარბაზში არყოფნისას მათი ყოფნა დაფიქსირებულიყო.

თაკო მათეშვილი
31.12.2013

 მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გადადგომას პოლიტოლოგები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მისი მხრიდან სწორი საქციელი და საზოგადოების აზრის პატივისცემის გამოხატულებაა.

მარი ოთარაშვილი
31.12.2013

წეროვანში მცხოვრებ ახალგორელებს დევნილის შემწეობა და სტატუსი ჩამოართვეს. ამის შესახებ "რეზონანსს" თავად ახალგორელებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, ასეთების რაოდენობა 100-ს აღწევს. ხოლო სტატუსის ჩამორთმევა კიდევ დაახლოებით 300 ადამიანს ემუქრება.

რეზონანსი
30.12.2013

 მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.

თაკო მათეშვილი
30.12.2013

"მიჭირხვნა" (თუ "მიჯირყვნა), "ჭორვილიზაცია, "ჩმორო", "სიცრუეში ცხოვრება", "ხელების გადაგრეხვა" - ეს იმ ფრაზებისა და ტერმინების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც პოლიტიკოსებმა 2013 წელს საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს. პოლიტოლოგები, პიარის სპეციალისტები და პოლიტიკოსები "მთელ კვირასთან" საუბარში გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ფაქტებსა და გამონათქვამებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ 2013 წელი საკმაოდ საინტერესო იყო.

იაგო ნაცვლიშვილი
30.12.2013

 2014 წელი საკმაოდ რთული წელი იქნება როგორც სოციალური, ისე სამართლებრივი და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით - ასე აფასებენ პოლიტოლოგები მომავალ წელს. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ექსპერტები 2014 წელს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული დაპირისპირების გამწვავებასაც ელოდებიან. ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან იქნება გარკვეული სახის ზეწოლა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება. მიიჩნევენ, რომ ეს განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში გამწვავდება.

ეკა ბასილაია
30.12.2013

 2014 წელი უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე 2013 იყო. ქართულ პოლიტიკაში ახალი, აქამდე უცნობი სახეები კიდევ გამოჩნდებიან; ზოგიერთი მინისტრი შეიცვლება; იქნება ბევრი სკანდალური ამბავი; გაირკვევა არაერთი კორუფციული საკითხი - ფულის გადმოტანები, ხარჯები და მაქინაციები და მათ შორის ისეთი ადამიანებისაგან, რომლისგანაც მსგავს რამეს დღეს ვერავინ წარმოიდგენს; მოხდება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯა; მერაბიშვილს ყველა ბრალს ვერ დაუმტკიცებენ, თუმცა ციხეში დარჩება; ზურაბ ჟვანიას საქმე ისევ არ გაიხსნება, მაგრამ მნიშვნელოვნად წაიწევს წინ; ადგილობრივ არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობისათვის" წელიწადი მხოლოდ 2 ქულით შეფასდება; იქნება ანტიდასავლური და ანტირუსული გამოსვლებიც...

თათია ჩაფიჩაძე
30.12.2013

გარდამავალი და საეტაპო 2013 წელი - მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ექსპერტების შეფასებით, მიღებული შედეგები მოსალოდნელი და არც ისე საგანგაშო იყო. ოპტიმისტური განწყობის საფუძველი არც მომავალი წლისთვის ჩანს, თუმცა, ექსპერტთა აზრით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ეკონომიკურ კეთილდღეობას მოქალაქეები საკუთარ თავზე 2015 წლიდან იგრძნობენ.

თამთა ვირსალაძე
30.12.2013

 იურისტები გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად საკონსტიტუციო ცვლილებების სახელმწიფო კომისიის შექმნას ასახელებენ. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა, პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, კანონმდებლებს ცვლილებების განხორციელება შესაძლოა, გაუჭირდეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×