ია აბულაშვილი
19.05.2020

„გრიგოლ ვაშაძეც რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ისიც კი შეატყობინებდა მთავრობას, არამც თუ სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხულია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება არ შეეტყობინებინა თავისი გუნდისთვის; მაგრამ ახლა უნდათ სიტუაციიდან გამოძრომა და შექმნან შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრალია", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სალომე ზურაბიშივლის განცხადებას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი თალაკვაძე წინაწარ გააფრთხილა.

„ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, როცა დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვტილება იყო საჭირო. შევატყობინე იმ ინსტიტუტებს, რომლებისთვისაც იყო საჭირო. მე ამ გადაწყვტილების შესახებ შევატყობინე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„მე მაინც მჯერა, რომ ეს თამაშის ნაწილია - შენ შეიწყალე და ჩვენ გავბრაზდებით. ახლა მიდის სპექტაკლის მეორე აქტი. გამორიცხულია, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეეტყობინებინა თავისი გუნდისთვის. ვაშაძეც რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ისიც შეატყობინებდა მთავრობას თავის გადაწყვტილებას.

„მემგონი სალომე ზურაბიშვილი უფრო უნდა გაბრაზდეს - სპექტაკლი დამადგმევინეთ და ახლა ბრაზდებითო?! ახლა უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თვითონ პრინციპულები არიან და სალომე ზურაბიშვილის ბრალია. სჯობს საერთოდ გაჩერდნენ და არაფერი გააკეთონ. ამას უფრო გაიგებს ხალხი, რომ არაფერს აკეთებენ, ვიდრე იმას, რომ ამბობენ - ჩვენთან შეთანხმებული არ იყოო. ვერ ხედავენ, რომ თავის ამომრჩეველსაც კარგავენ?!" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
bume   (19.05.2020)
shorleone car ti vigac sheni komentari rom waikitxos vinmem normaluri adamianuri sitkvebi dawere she gauzrdelo bandzo xuligano qali car tu kaci uzrdeli da uvargisi arseba xar.

ჭორლეონე   (19.05.2020)
ხიხომ დაურეკა ბებერ ბოზ ფრანგს და შეიწყალე და ჩვენ გავბრაზდებითო. ბოზი ფრანგიც ასე მოიქცა, ჩაიხადა და ევროპარლამენტარებს მიუშვირა, დამღალეთო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×