სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    09.11.2019

     „შუალდღის სამ საათზე „ქართული მხარშის" მთავარი საბჭოს შეკრება იქნება და სწორედ იქ გადავწყვეტთ, კონკრეტულად როგორ ვიმოქმედებთ დღეს და ხვალ, როგორი იქნება ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა," - აცხადებს „რეზონანსთან" „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე კინოთეატრებთან დაანონსებული საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ საუბრისას.

    პარასკევს „ქართული მარშის" წევრებმა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება გააპროტესტეს. ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეები კინოთეატრებთან საპროტესტო აქციების გამართვას დღესაც გეგმავენ.

    თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

    სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მიზანი კინოთეატრებში შეჭრა არ ყოფილა და ჩვენების ჩაშლას შენობის ბლოკირებით აპირებენ. კონკრეტულად როგორ, ეს დღეს სამ საათზე, „ქართული მარშის" კრებაზე გადაწყდება.

    „ჩვენი მიზანი არ იყო კინოთეატრში შეჭრა, არამედ შენობის ბლოკირება და ამით, მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ქართველი ერი გეიპროპაგანდას არ შეეგუება; ჩვენი პროგრამის მინიმუმი გამარჯვება უკვე მიღწეულია, რადგან მთელი მსოფლიოს პრესა, დაწყებული აშშ-ის ცენტრალური სააგენტოებით, დამთავრებული ევროპული საინფორმაციოებით, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართულმა ერმა არ მიიღო გეი ფილმის პრემიერა. ეს იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი.

    „ჩვენების ჩაშლა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მიზანი და ჩვენების ჩაშლაში ვგულისხმობთ იმას, რომ გუშინ დაახლოებით 20 კაცი იჯა იმ დარბაზში, სადაც ფილმს აჩვენებდნენ, ბათუმში საერთოდ 3-4 კაცი მივიდა ფილმის ჩვენებაზე. ეს უკვე არის ჩვენების ჩაშლა, რადგან ფილმის მესვეურებს სურდათ, ეს ჩვენება ზარზეიმით შემდგარიყო.

    „შსს-ს სპეცრაზმი, დაცვის პოლიციიის სპეცრაზმი, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია... ტანკები და თვითმფრინავები აკლათ, სხვა ყველა ძალა გამოიყვანეს ქუჩაში. როდესაც ასეთ პირობებში ატარებ ჩვენებას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პრეზენტაცია არ შედგა.

    „აქცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ აქციის მონაწილეებს შენობაში შეჭრა რომ სდომოდათ, ისინი ამას მოახერხებდნენ. თუმცა, შენობაში შეჭრა ჩვენი მიზანი არ ყოფილა. მიზანია შენობის გარეთ პიკეტი, სირცხვილის კორიდორი, რითაც ვაიძულებთ გეიპროპაგანდისტული ფილმის მესვეურებს, რომ ვერ ჩაატარონ ეს ღონისძიება ისე, როგორც ეს სხვა პრეზენტაციის დროს ხდება-ხოლმე," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×